ბელორუსმა 12 უკრაინელი დიპლომატი გააძევა და ბრესტში უკრაინის საკონსულო დახურა. ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ანატოლი გლაზმა განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ბელორუსი დიპლომატების გაძევების მიზეზად ასახელებს ბოლო წლებში უკრაინის მხრიდან თითქოს ბელორუსის შიდა საქმეებში ჩარევას, განხოეციელებულ „ავიაბლოკადას“ და ბელორუსის დიპლომატების მიმართ უხეშ მოპყრობას როცა ისინი უკრაინას მოლდოვის გავლით ტოვებდნენ.
„აქედან გამომდინარე, ბელორუსმა თავის ტერიტორიაზე უკრაინელი დიპლომატების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნაბიჯი მიმართულია უკრაინის წარმომადგენლობის ზოგიერთი თანამშრომლის არადიპლომატიური საქმიანობის შეწყვეტისკენ, მათ ქვეყანა 72 საათში უნდა დატოვონ", - განაცხადა გლაზმა.
ამ დროისთვის ბელორუსში უკრაინის საელჩოში 5 დიპლომატი რჩება.
19 მარტს ბელარუსმა დიპლომატებმა უკრაინა დატოვეს. ბელარუსის ელჩმა იგორ სოკოლმა განაცხადა, რომ დიპლომატებს უკრაინაში "მუშაობის გაუსაძლისი პირობები" ჰქონდათ.
ასევე წაიკითხეთ
უკრაინის საზღვრის დატოვებისას ბელარუსის ელჩს მესაზღვრემ 30 ვერცხლი გადასცა
CNN: ბელორუსი შესაძლოა უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს
ლუკაშენკო: თუ რუსეთს დასჭირდება, ბელორუსის ჯარი უკრაინაში იქნება
პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობა გააორმაგა
რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ევროკომისიამ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა - Reuters